პროექტის მიზანი:
ესთეტიკური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო საფეხურზე;

понедельник, 13 мая 2013 г.



პროექტის სახელი
 
       ადამიანი და მისი პერსონალური გარემო
 
პროექტის მოკლე აღწერა
  პროექტის მიზნის მისაღწევად დასახულია შემდეგი ამოცანები:
ü  ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული, ხელოვნება, ინგლისური),რომლის დროსაც მოსწავლეები  აღწერის ხერხების გამოყენებით დაახასითებენ პერსონაჟებს ხელოვნებასა და ლიტერატურაში და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ  სიმულაციურად ცხოვრებისეულ სიტუაციაში; (მზადება 3 კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც მოსწავლეები რეგულარულად გეგმავენ და აფასებენ საკუთარ სამუშაოს); პრეზენტაცია;  ფოტომასალა;
ü  სოციოლოგიური კვლევა (სამიზნე ჯგუფში მოცემული საკითხების შესახებ                                           შეხედულებების დადგენა) 1 დღე; ფოტომასალა;
ü  ლექცია (გაიღრმავებენ ცოდნას ფსიქოლოგიაში) 1 აკად. სთ
ü  პროექტგაკვეთილი (წარმოადგენენ სასწავლო პროექტებს) მზადება 3 კვირის განმავლობაში.  მოსწავლეები რეგულარულად აფასებენ და გეგმავენ საკუთარ სამუშაოს;
ü  ვიდეოკონფერენცია (გამართავენ დისკუსიას სხვა სკოლის მოსწავლეებთან) 1 აკად. სთ.
         
პროექტის სრული აღწერა
  • ამოცანები და განხორციელების გზები:
  • 1. ამოცანის დასახელება: ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • მოსალოდნელი შედეგი: სამიზნე ჯგუფში(ერთ ნაწილში -მე-7 კლასში)  ლიტერატურასა და ხელოვნებაში  პორტრეტისა და ადამიანის საცხოვრებელი გარემოს მიხედვით  პერსონაჟის პიროვნული თვისებების დადგენა და მიღებული ცოდნის  სიმულაციურად ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება;
  • დროის ხანგრძლივობა:  ერთი საგაკვეთილო საათი;
  • მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა:
ვენის დიაგრამის გამოყენებით პერსონაჟთა  შედარებითი დახასიათებების ამსახველი ფორმატები;
გაკვეთილის გეგმა; (დანართი 1)
გაკვეთილის ამსხველი ვიდეომასალა;
სლაიდშოუ;
  • ფოტოსურათები ;
  • ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესხებ;
  • ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი: ნანა ცანავა, რიტა ტუკვაძე და ხათუნა ჯინჭარაძე
  • 2. ამოცანის დასახელება: სოციოლოგიური კვლევა;
  • მოსალოდნელი შედეგი: სამიზნე ჯგუფებში (21- საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე) ადამიანის გარეგნობისა და საცხოვრებელი  გარემოს  მიხედვით პიროვნების დახასიათების შესახებ  არსებული შეხედულებების დადგენა;
  • მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა: სოციალური კვლევის ანალიტიკური ანგარიში:
  • ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლი პირი: ნანა ცანავა
  •   3. ამოცანის დასახელება: ლექცია:
  • მოსალოდნელი შედეგი:  სამიზნე ჯგუფში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მიერ წაკითხული ლექცია ადამიანის შესახედაობასთან, ჩაცმულობასთან და  საცხოვრებელ გარემოსთან  პიროვნული თვისებების  შესაბამისობის შესახებ:
მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა:
ლექციის ამსახველი ვიდეომასალა;
დროის ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური საათი;
ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი: წერეთლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი:
4. ამოცანის დასახელება: პროექტგაკვეთილი მე-7 კლასში
მოსალოდნელი შედეგი:  სასწავლო პროექტიების პრეზენტაციები
  • ,, მოსწავლეთა ფორმები უცხოეთის სხვადასხვა სკოლაში”(.გაბუნია)
  •   ,,გარემო და ადამიანის ჩაცმულობა (.ქავთარაძე)
 
მოსწავლეთა ასაკი
13-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შეიქმნა :
  1. მოდიფიცირებული ვენის დიაგრამით პერსონაჟების შედარებითი დახასიათებების ამსახველი ფორმატები;
  2. სასწავლო პროექტები და მათი შესაბამისი სლაიდშოუები Microsoft PowerPoint - ის გამოყენებით:
ü  ჩაცმის სტილი და ადამიანის გარემო;
ü   ფერი და ადამიანის ხასიათი;
ü  მოსწავლეთა ფორმა უცხოეთის სხვადახვა სკოლაში;
ü  ჩვენი საცხოვრებელი გარემო;
3.  სოციოლოგიური გამოკვლევის ავტომატური დამუშავების ელეტრონული ცხრილი   Microsoft Excel - ის გამოყენებით:
 
სარგებელი სხვებისთვის
პროექტი ეხება რეალური სამყაროს პრობლემებს და მნიშვნელოვანია როგორც ლოკალური, ისე გლობალური საზოადოებისთვის, რადგან,  ერთი მხრივ,  მიმართულია სამიზნე-ჯგუფის ღირებულებების, დამოკიდებულებების, პრობლემების   შესწავლასა და მათი კულტურული დონის ამაღლებისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი საკითხები, როგორიცაა:  ჩაცმის სტილი და მისი შესაბამისობა გარემოსთან,  პერსნალური გარემო და ადამიანის ხასიათი, თანაბრად საინტერესოა ყველა ქვეყნისა და ასაკის ადამიანისთვის. მკითხველები გაეცნობიან უამრავ საინტერესო მასალას სასწავლო პროექტებში ფერის სიმბოლიკის, ტანსაცმლის, თვალის, თმის ფერის მიხედვით ადამიანთა ხასიათების შესახებ, წაიკითხავენ სასკოლო ფორმების ისტორიას. ქართულის მასწავლებლები ნახავენ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას, პრეზენტაციას, რაც დაეხმარება მათ ანალოგიურ თემაზე გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში.
 
სამუშაო ენა
ქართული
კავშირი საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ქართული ენა და ლიტერატურა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ინგლისური ენა;
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები: ქართული 2,3,4,5,6,7,8,9,10
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 
ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დის-კუსიებში მონაწილეობის მიღება.
ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველე-ბის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შე-უძლია ტექსტის გაანალი-ზება  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ხელოვნება ს.გ. 6,8,9,10,11,12,14
ს.გ.VII.6.  მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობ შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
ს.გ.VII.9.  მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
ს.გ.VII.10.   მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VII.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
ს.გ..14.  მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
                        უცხ. VII. 16,18,19,20
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან
N 41 საჯარო სკოლის მე-7 კლასი
პროექტის ავტორი
ნანა ცანავა
პროექტის ავტორის ელფოსტა
nanacanava@gmail.com
პროექტის თანაავტორები
რიტა ტუკვაძე(ინგლისური ენა), ხათუნა ჯინჭარაძე(სახვით და გამოყენებითი ხელოვნება),
ბელა დურგლიშვილი(N41-ე სკოლა)